კონსტანტინოს II
კონსტანტინოს II (ბერძ. Κωνσταντίνος Βʹ, კონსტანტინოს II, ; დ. 2 ივნისი 1940 — გ. 10 იანვარი, 2023) — საბერძნეთის მეფე 1964 წლიდან 1973 წლამდე, მონარქიის გაუქმებამდე.
იგი მეფედ დაინიშნა მამის, მეფე პავლეს (პაულოსი), გარდაცვალების შემდეგ 1964 წლის მარტში. იმავე წლის შემდეგ იგი დაქორწინდა დანიის პრინცესა ანა-მარიაზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მონარქის მოღვაწეობას თავდაპირველად ხელსაყრელად მიიჩნევდნენ, მისი მეფობა მალე სადავო გახდა: კონსტანტინოს მონაწილეობამ 1965 წლის ივლისის აპოსტასიაში გამოიწვია არეულობა მოსახლეობის ნაწილებს შორის და გაამძაფრა მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც დასრულდა 1967 წლის 21 აპრილის პოლკოვნიკთა გადატრიალებით.
გადატრიალება წარმატებით დასრულდა. კონსტანტინოსმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, დატოვა მისი პოსტი. მანევრირებისათვის მცირე შესაძლებლობა ჰქონდა, რადგან მას არ ჰყავდა ერთგული სამხედრო ძალები, რომელზეც დაყრდნობას შეძლებდა. შედეგად, იგი უხალისოდ დათანხმდა 1967-1974 წლების საბერძნეთის სამხედრო ხუნტის ინაუგურაციას იმ პირობით, რომ შეიქმნებოდა სამოქალაქო მინისტრების შემადგენლობა. 1967 წლის 13 დეკემბერს, ხუნტის წინააღმდეგ წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ კონსტანტინოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გაქცეულიყო. იგი დარჩა (ოფიციალურად) ქვეყნის მეთაურად დევნილობაშიც, მაგრამ ხუნტამ , საბერძნეთის რესპუბლიკის 1973 წლის 29 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმით, გააუქმა მონარქია. გაჩნდა კითხვები ამ რეფერენდუმის ვალიდურობასთან დაკავშირებით: იყო თუ არა ზეწოლა ამომრჩევლების მიმართ. ამიტომ ჩატარდა ახალი რეფერენდუმი 1974 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ. ეს მეორე რეფერენდუმი ჩატარდა ხუნტის დაცემის შემდეგ, როგორც 1974 წლის საბერძნეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი ამავე წლის 8 დეკემბერს და დაადასტურა მონარქის გაუქმება და საბერძნეთის მესამე რესპუბლიკის დამყარება. კონსტანტინოსს საბერძნეთში საარჩევნო კამპანიაში დაბრუნების საშუალება არ მისცეს.[9] დათანხმდა პლებისციტის შედეგები.[10]
კონსტანტინოსი ასევე არის ყოფილი მეზღვაური და ოლიმპიელი. მან მოიპოვა ოქროს მედალი 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე დრაკონის კლასში, შემდეგ კი მსახურობდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში .
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტანტინოსი დაიბადა ფსიქიკოსის სასახლეში, ფსიქიკოსში, ათენის გარეუბანში. ის იყო მეფე გეორგიოს II-ის ძმისშვილი და ასევე მეფის ძმისა და მემკვიდრის, გვირგვინოსანი პავლეს მეორე შვილი და ერთადერთი ვაჟი. მისი დედა იყო ჰანოვერის პრინცესა ფრედერიკა. კონსტანტინოსის უფროსი და, ესპანეთის დედოფალი სოფია, ესპანეთის გადამდგარი მეფის ხუან კარლოს I- ის მეუღლეა, ხოლო მისი უმცროსი და, პრინცესა ირენე, არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.
კონსტანტინოსი მხოლოდ ერთი წლის იყო, როდესაც ფაშისტური იტალია და ნაცისტური გერმანია შეიჭრნენ საბერძნეთში, შემდეგ კი მან ოთხი წლის განმავლობაში გადასახლებაში გაატარა ეგვიპტეში და კეიპ – ტაუნში, სამხრეთ აფრიკაში, (სადაც დაიბადა მისი და ირენე) ოჯახთან ერთად. იგი ოჯახთან ერთად საბერძნეთში დაბრუნდა 1946 წელს. მეფე გეორგიოსი გარდაიცვალა 1947 წელს, ხოლო კონსტანტინოსის მამა გახდა ახალი მეფე, კონსტანტინოსი გახდა გვირგვინოსანი პრინცი. მან განათლება მიიღო მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო პანსიონატში (ალექსანდრიის ვიქტორიის კოლეჯში, ეგვიპტეში, სადაც მის თანაკლასელებში შედიოდნენ იორდანიის მეფე ჰუსეინი და მსახიობი ომარ შარიფი).
კონსტანტინოსი მსახურობდა საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სამივე ფილიალში, დაესწრო საჭირო სამხედრო აკადემიებს. იგი ასევე დაესწრო ნატოს საჰაერო ძალების სპეციალურ იარაღის სკოლას გერმანიაში, ასევე ათენის უნივერსიტეტში, სადაც მან გაიარა კურსები სამართლის სკოლაში. ის არის სოლინგის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი და დრაკონის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.
კონსტანტინოსი საკმაოდ ძლიერი სპორტსმენია. 1960 წელს, 20 წლის ასაკში, მან მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი მცურავთა შორის (დრაკონის კლასი), რომელიც იყო პირველი ბერძნული ოქროს მედალი მცურავთა შორის სტოკჰოლმის 1912 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ.[11] ის ასევე ძლიერი მოცურავე იყო და კარატეში შავი ქამარი ჰქონდა, გატაცებულია სქუაშით, და ცხენოსნობით.[12] 1963 წელს კონსტანტინოსი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრი. იგი გადადგა 1974 წელს, რადგან იგი აღარ იყო ბერძნული მკვიდრი და გახდა IOC საპატიო წევრი.[13]
მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წლის მარტში მეფე პავლე გარდაიცვალა სიმსივნით, ხოლო 23 წლის კონსტანტინოსმა მიიღო სამეფო მემკვიდრეობა. იქამდე კი, კონსტანტინოსი დაინიშნა ავადმყოფი მამის რეგენტად. იმავე წლის შემდეგ იგი დაქორწინდა დანიის პრინცესა ანა-მარიაზე, რომელთანაც საბოლოოდ ხუთი შვილი შეეძინა. კონსტანტინოსის ხედვები ემთხვეოდა ცენტრისტი გეორგიოს პაპანდრეუს შეხედულებებს, რომელიც გახდა პრემიერ-მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ მეფესა და პაპანდრეუს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მოკლე ხანში ეს მდგომარეობა შეიცვალა. კონსტანტინოს მონაწილეობამ 1965 წლის ივლისის აპოსტასიაში, გამოიწვია უკმაყოფილება ბერძნულ მოსახლეობაში და გაამწვავა მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც დასრულდა 1967 წლის 21 აპირილის შავი პოლკოვნიკების გადატრიალებაში.
ბერძნული დიქტატურა 1967–1974
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები იყო დაგეგმილი 1967 წლის 28 მაისს,რომელშიც ყველა ცენტრისტების გამარჯვებას ელოდა. შეერთებული შტატების დიპლომატის ჯონ დეის თქმით, ამერიკელები წუხდნენ, რომ ჯორჯ პაპანდრეუს სიბერის გამო, ანდრეას პაპანდრეუს ძალიან მძლავრი როლი ექნებოდა შემდეგ მთავრობაში, მაგრამ შავი პოლკოვნიკების გადატრიალება წარმატებით დასრულდა: კონსტანტინოსმა, როგორც სახელმწიფოს მეფემ, დატოვა მისი პოსტი და დათანხმდა ხუნტის ინაუგურაციას. 1967 წლის 13 დეკემბერს, ხუნტის წინააღმდეგ წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ კონსტანტინოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გაქცეულიყო. იგი დარჩა (ოფიციალურად) ქვეყნის მეთაურად დევნილობაშიც, სანამ ხუნტამ საბერძნეთის რესპუბლიკის 1973 წლის 29 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმით არ გააუქმა მონარქია. გავლენიანმა პოლიტიკოსმა, გეორგიოს პაპადოპულოსმა უარყო ეს შედეგი და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა სამხედრო რეჟიმმა მის წინააღმდეგაც მოაწყო ბუნტი გენერალ დიმიტრი იოანიდისის მეთაურობით და პრეზიდენტი ჩაანაცვლეს გენერალ ფაიდონ გიზიკისით.
დემოკრატიის აღდგენა და რეფერენდუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წელს ხუნტის დამხობის შემდეგ, ჩატარდა ახალი რეფერენდუმი. 1974 წლის საბერძნეთის რესპუბლიკის რეფერენდუმმა, ამავე წლის 8 დეკემბერს, დაადასტურა მონარქის გაუქმება და დაამყარა საბერძნეთის მესამე რესპუბლიკა. კონსტანტინოსს არც ამჯერად მიეცა საბერძნეთში დაბრუნების უფლება და იგი დათანხმდა რეფერენდუმის შედეგებს.
გადასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტანტინოსი გადასახლებაში იმყოფებოდა თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში რესპუბლიკის სასარგებლოდ ხმის მიცემის შემდეგ. იგი საშინლად იმედგაცრუებული იყო საბერძნეთში დაბრუნებით და იქ აღარ დაბრუნებულა 1981 წლის თებერვლამდე, როდესაც მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში დაბრუნების საშუალება მისცა, რათა დასწრებოდა დედის, დედოფალ ფრედერიკას დაკრძალვას, ყოფილი სამეფო ოჯახის სასაფლაოზე, ტატოის სასახლესთან .
მოხუცებულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონარქიის გაუქმების შემდეგ, კონსტანტინოსმა არაერთხელ თქვა, რომ იგი ცნობს საბერძნეთის რესპუბლიკას, კანონებს და კონსტიტუციას. მან ჟურნალ Time-ს განუცხადა:
„თუ ბერძენი ხალხი გადაწყვეტს, რომ მათ სურთ რესპუბლიკა, მათ უფლება აქვთ მიიღონ ეს და უნდა დატკბნენ სიმშვიდით.[14]“
|
კონსტანტინოსი და ანა-მარია მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ჰამპსტედ გარდენის გარეუბანში, ლონდონში. კონსტანტინოსი იყო მისი მეორე ბიძაშვილის, ჩარლზის, უელსის პრინცის უახლოესი მეგობარი და კემბრიჯის ჰერცოგის პრინცი უილიამის ნათლიმამა. მათი შვილის, ნიკოლოსის, ქორწილის შემდეგ, კონსტანტინოსი და ანა-მარია დაბრუნდნენ საბერძნეთში. ახალდაქორწინებული წყვილი ამჟამად ცხოვრობს პორტო ჩელიში, პელოპონესში.
2004 წელს კონსტანტინოსი საბერძნეთში დროებით დაბრუნდა ათენის ოლიმპიური თამაშების დროს, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. 2004 წლის 24 დეკემბერს კონსტანტინოს და ანა-მარია და ყოფილი სამეფო ოჯახის წევრები ეწვივნენ ათენის საპრეზიდენტო რეზიდენციას (ყოფილი სამეფო სასახლე), სადაც კონსტანტინოსი შეხვდა პრეზიდენტ კოსტის სტეფანოპოლოს.
გაზეთ „ვიმას“ სახელით ჩატარებული 2007 წლის კვლევის თანახმად,რომლის დროსაც გამოკითხეს 2,040 ოჯახი, მხოლოდ 11.6% -მა დაუჭირა მხარი კონსტიტუციურ მონარქიას. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 50.9%, თვლიდა, რომ ხუნტას დიქტატურამ საბერძნეთს სარგებელი მოუტანა.[15]
2008 წლის პეკინისა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დროს, კონსტანტინოსი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრის როლში იყო, ოფიციალური ცერემონიების წამყვანას. იგი არის ნაოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ღირსების თანათავმჯდომარე, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V- თან ერთად, 1994 წლიდან.
2013 წელს კონსტანტინოსი საბერძნეთში საცხოვრებლად დაბრუნდა.[16] 2015 წლის ნოემბერში მან ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა სამ ტომად, ეროვნული გაზეთის, „ვიმას“ მეშვეობით.[17] ინგლისურ ენაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
კონსტანტინოსი Box Hill School– ის მფარველი და პატრონია ინგლისის სამხრეთ ნაწილში.
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წლის 18 სექტემბერს, ბერძნული მართლმადიდებლური ცერემონიის თანხლებით , ათენის ტაძარში, იგი დაქორწინდა დანიის პრინცესა ანა-მარზე. მათ ჰყავთ 5 შვილი:
- პრინცესა ალექსია დაიბადა 1965 წლის 10 ივლისს, კორფუში. იგი დაქორწინდა 1999 წლის 9 ივლისს ლონდონში, კარლოს მორალეს კვინტანასთან.
- სამეფო გვირგვინის პრინცი პავლე, დაიბადა 1967 წლის 20 მაისს, ათონის ტატოს სასახლეში. იგი დაქორწინდა 1995 წლის 1 ივლისს ლონდონში, მარი-შანტალ მილერზე.
- პრინცი ნიკოლოსი დაიბადა 1969 წლის 1 ოქტომბერს რომში, ვილა კლაუდიას კლინიკაში. იგი დაქორწინდა 2010 წლის 25 აგვისტოს ტატიანა ელინკა ბლატნიკთან.
- პრინცესა თეოდორა დაიბადა 1983 წლის 9 ივნისს ლონდონის St Mary's Hospital- ში, რომელიც სამსახიობო კარიერას აგრძელებს.
- პრინცი ფილიპოსი დაიბადა 1986 წლის 26 აპრილს, ლონდონის წმინდა მერის საავადმყოფოში. ის ნიუ – იორკში ჰეჯ-ფონდის ანალიტიკოსად მუშაობს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Woodhouse, C.M. (1998). Modern Greece a Short History. London: Faber & Faber. ISBN 0-571-19794-9.
- Γιάννης Κάτρης (1974). Η γέννηση του νεοφασισμού στην Ελλάδα 1960–1970. Athens: Παπαζήση.
- Αλέξης Παπαχελάς (1997). Ο βιασμός της ελληνικής δημοκρατίας. Athens:Εστία. ISBN 960-05-0748-1.
- ΜΑΡΙΟΣ ΠΛΩΡΙΤΗΣ:Απάντηση στον Γκλύξμπουργκ, Εφημερίδα Το ΒΗΜΑ, Κυριακή 10 Ιουνίου 2001 – Αρ. Φύλλου 13283
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Lundy D. R. The Peerage
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Λυγερού Ν. Πέθανε ο τέως βασιλιάς Κωνσταντίνος — Πρώτο Θέμα, 2023.
- ↑ 7.0 7.1 7.2 https://www.olympic.org/hm-king-constantine
- ↑ http://kongehuset.dk/modtagere-af-danske-dekorationer
- ↑ Hope, Kevin. Referendum plan faces hurdles. Financial Times 1 November 2011.
- ↑ "Constantine II", Encyclopædia Britannica Online Academic Edition (Encyclopædia Britannica), 2011, http://www.britannica.com/EBchecked/topic/133931/Constantine-II. წაკითხვის თარიღი: 12 November 2011
- ↑ Olympic Records World Records. Olympic. ციტირების თარიღი: 12 August 2013.
- ↑ Monarchs In Waiting. Hutchinson & Co Ltd.
- ↑ Crown Prince Konstantinos დაარქივებული 2020-04-18 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com
- ↑ "Throneless abroad: The men who would be king" TIME magazine (3 June 2002/Vol. 159 No. 22)
- ↑ The Greeks are looking for a new strong leader, To Vima, 22 April 2007; https://web.archive.org/web/20070425203217/http://tovima.dolnet.gr/print_article.php?e=B&f=15044&m=A04&aa=1
- ↑ Smith, Helena (15 December 2013). „Greece's former king goes home after 46-year exile“. The Guardian. ციტირების თარიღი: 3 March 2016.
- ↑ The first volume of 'King Constantine' , 23 November 2015; http://www.tovima.gr/politics/article/?aid=756338